მოსკოვის გამზირზე ავტოავარია მსხვერპლით დასრულდა

თბილისში, მოსკოვის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი, რომელშიც ორი პირი იჯდა, ხეს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა მგზავრი, ავტომობილის მძღოლი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება 276 მუხლის მე-6 ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა გულისხმობს, რამაც რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები