ხაშურში ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის გზის მშენებლობა მიმდინარეობს

აღმოსავლეთ–დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში, ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის გზის მშენებლობა მიმდინარეობს.
ამ დროისთვის, ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის პირველ მონაკვეთზე ცემენტ-ბეტონის საფარის დაგება და სახიდე გადასასვლელების მშენებლობა დაიწყო.
როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აღნიშნავენ, პროექტის ფარგლებში აშენდება  4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონის გზა, 21 ხიდი, 5 გვირაბი, რკინა-ბეტონის მიწისქვეშა გასასვლელები, წყალგამტარი მილები და სადრენაჟე სისტემები.
5,8 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება, ხოლო 2020 წლის ივლისში ხაშურს  შემოვლითი 13 კმ-იანი, ოთხზოლიანი ცემენტ-ბეტონის მაგისტრალური გზა ექნება. ახალი გზა აგარა-ზემო ოსიაურის ბოლო მონაკვეთზე დაიწყება და სურამში მოწყობილ ახალ კვანძთან და  არსებულ გზას უერთდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები