საქართველოში დანიის ელჩი ილია მეორის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოში დანიის ელჩი, ანე ტოფტ სორენსენი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„დანიის საელჩო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ქართველი ხალხის მიმართ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალების გამო. დაე, მშვიდობით განისვენოს“, – წერს ელჩი.