“მისი სულიერი შვილობა იყო დიდი სიხარული და ახლა, როცა ის შეუერთდა წმინდანთა დასს, ორჯერ მეტად გვმართებს, ვიცხოვროთ ისე, რომ ზეციურ საქართველოში შევუმსუბუქოთ ლოცვა” – იონათამიშვილი
“მისი სულიერი შვილობა იყო დიდი სიხარულიც და დიდი პასუხისმგებლობაც და ახლა, როცა ის შეუერთდა წმინდანთა დასს, ორჯერ მეტად გვმართებს, ვიცხოვროთ ისე, რომ ზეციურ საქართველოში შევუმსუბუქოთ ლოცვა. გავურფთხილდეთ მის საყვარელ საქარათველოს და ერთმანეთს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატი, რატი იონათამიშვილი წერს.
პატრიარქის გარდაცვალების გამო, ის ქართველ ერს სამძიმარს უცხადებს.
“მასთან თითოეული შეხვედრა იყო სულიერების გაკვეთილი და არც ერთი სიტყვა არ მავიწყდება. ჩემს შვილს, კირიონს, მოვუყვები და ვასწავლი ქრისტიანობას. დაე, ჩვენს შვილებს ეცხოვროთ ერთიან საქართველოში, რაც მისი ყველაზე დიდი ოცნება იყო.
მადლობა, უწმინდესო!
გვიყვარხარ”, – წერს იონათამიშვილი.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.