გიდეონ საარი – “ილია II ისრაელისა და ებრაელი ხალხის მეგობრი იყო”
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი გიდეონ საარი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
“მწუხარებას გამოვთქვამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო. ის დიდი ლიდერი, ისრაელისა და ებრაელი ხალხის მეგობრი იყო”,- წერს მინისტრი სოციალურ ქსელში და პატრიარქთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.