არჩილ თალაკვაძე კონგრესმენებს – ადამ კინზინგერს და ალექს მუნის შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარე ადამ კინზინგერს და კონგრესმენ ალექს მუნის შეხვდა.

არჩილ თალაკვაძემ კონგრესმენებს ამერიკის შეერთებული შტატების საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ამ კონტექსტში პარლამენტის თავმჯდომარემ წარმომადგენელთა პალატის მიერ „საქართველოს მხარდამჭერი აქტის” მიღებასა და მის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობასა და თანამშრომლობის დღის წესრიგს შეეხო. ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველო აშშ-ის საიმედო პარტნიორია მშვიდობისა და უსაფრთხოების გლობალურ ძალისხმევაში.

არჩილ თალაკვაძემ კონგრესმენებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე ესაუბრა. საუბარი, ასევე, საქართველოში მიმდინარე დემოკრატილ რეფორმებს და პარლამენტის ინსტიტუციურ გაძლიერებას შეეხო.

კონგრესმენთა განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოს ძლიერ მხარდაჭერას, მხარს უჭერს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, ასევე, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.​

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები