გიორგი გახარია: განათლების სისტემური რეფორმა უფრო სწრაფ და ეფექტიან განვითარებას მოითხოვს

განათლების სისტემური რეფორმა უფრო სწრაფ და ეფექტიან განვითარებას მოითხოვს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

“მინდა, აღვნიშნო, რომ ის პრინციპი, რომელსაც ჩვენ ერთხმად ყველა ვეთანხმებით, რომ ჩვენი ქვეყნის უაღრესად მნიშვნელოვანი და ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემები გახლავთ სამუშაო ადგილები, განათლება და უსაფრთხოება, ამ სამ მიმართულებას ჩვენ კიდევ უფრო მეტ ყურადღებას დავუთმობთ. განსაკუთრებით განათლების სისტემურ რეფორმას, რომელიც მოითხოვს უფრო სწრაფ და ეფექტიან განვითარებას და დარწმუნებული ვარ, კოლეგები, გუნდი, რომელიც განათლების სამინისტროს დღეს ხელმძღვანელობს ამ მიმართულებით გააგრძელებს ეფექტიან შრომას“, – განმარტა გახარიამ.

ცნობისთვის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა თანამდებობა დატოვა, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის უკვე ყოფილ მინისტრს, მიხეილ ბატიაშვილს განათლების სისტემის მასშტაბური რეფორმის დაწყებისთვის მადლობა გადაუხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები