თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით, ელექტრომომარაგება შემდეგ რაიონებს შეეზღუდება: „სამგორის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, თვალჭრელიძის, დავითაშვილის და დამენიას ქუჩების მცხოვრებლებს.
 
11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 ზემო პლატოს II მიკრორაიონის მცხოვრებლებს. საბურთალოს რაიონში, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის I, III, IV მიკრორაიონების, პეკინის გამზირის, მიხეილ თამარაშვილის, ლიხაურის, ბასილაიას, ფანასკერტელ-ციციშვილის, პეტრე იბერის და დემეტრე თავდადებულის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოსტავას, სიმონ ჩიქოვანის და ვიქტორ დოლიძის ქუჩების მცხოვრებლებს. 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ოდიშელიძის, აქვსენტი ნაჭყებიას, ვაზისუბნის, ლვოვის, ლუქსემბურგის, ონიაშვილის, ყუშიტაშვილის, კანდელაკის, ტაშკენტის, ზოვრეთის, ოდესის და ზემო ვეძისის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ალმასიანის, ალექსიძის, ბერბუკის და პავლე ასლანიდის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
ისნის რაიონში, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის, მარჯორი უორდროპის, აჰმედ ჯავადის, მიკოლა ბაჟანის, მეგობრობის, ჩოლოყაშვილის, გრიგოლ აფშინაშვილის და არტურ ლაისტის ქუჩების მცხოვრებლებს. 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 დასახლების მცხოვრებლებს.
 
მთაწმინდის რაიონში, 12 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შევჩენკოს ქუჩის მცხოვრებლებს.
 
ვაკის რაიონში, გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
 
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აღნიშნულია „თელასის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები