ჰუბერტ ქნირში: ცხინვალსა და მოსკოვში პასუხისმგებელმა ადამიანებმა უნდა ისწავლონ ბერლინის კედლის გაკვეთილი

“ცხინვალსა და მოსკოვში პასუხისმგებელმა ადამიანებმა უნდა ისწავლონ ბერლინის კედლის გაკვეთილი და გააცნობიერონ ამ კედლის დაცემიდან 30 წლის შემდეგ, თუ როგორ მთავრდება ასეთი გაყოფა”, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა ბათუმში, ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ე.წ. საზღვარზე გადასვლის აკრძალვა არაჰუმანური ქმედებაა.

„ქართველ კოლეგებთან და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად, ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ტოივო კლაარი ყურადღებით აკვირდება ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან განვითარებულ მოვლენებს. ჩვენ თვალს ვადევნებთ გადასასვლელი პუნქტების დახურვის შედეგებს, განსაკუთრებით ოძისის პუნქტის, რომელიც ცოტა ხნის წინ გერმანიის პრეზიდენტთან, ფრანკ ვალტერ შტაინმაიერთან ერთად მოვინახულე. ფაქტი, რომ ადამიანებს უკრძალავენ გადასვლას საგანგებო სამედიცინო სიტუაციის შემთხვევაშიც კი, აშკარად აჩვენებს, რომ ბორდერიზებული გამყოფი ხაზი ჰუმანიტარულ პრობლემას წარმოადგენს, რომ ის ეფუძნება არაჰუმანურ სულისკვეთებას“, – განაცხადა საქართველოში გერმანიის ელჩმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები