რუსთავი-ლილოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა – არიან დაშავებულები
რუსთავი-ლილოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ორი ადამიანი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს “ფოლცვაგენისა” და “ჰონდას” მარკის მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ. რის შედეგადაც ცეცხლი გაჩნდა. ამ დროისთვის, ცეცხლი ლოკალიზებულია. ადგილზე ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამშველო, საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინოი დახმარების ბრიგადები.
დაშავებულები “კლინიკა რუსთავში” გადაიყვანეს.
შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.