პრეზიდენტი შეწყალებაზე: ბევრი სხვა ადამიანი, ახალგაზრდები ელოდებიან რა იქნება ამ კუთხით

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახთან კონსულტაციები არ ჰქონია.
ამის შესახებ პრეზიდენტმა ბათუმში ჟურნალისტების კითხვის პასუხად განუცხადა.
ამასთან, როგორც პრეზიდენტი აცხადებს, შეწყალებას არაერთი სხვა ახალგაზრდაც ელოდება.

„შეწყალებას რაც ეხება, ერთი, გამოვედი ინიციატივით, რომ კონსულტაციები ჩატარებულიყო. ჩატარდა კონსულტაციები, გითხარით, რომ ვამზადებ ახალ ბრძანებულებას, რომელიც ახლო მომავალში გამოვა, ახალი წესებით. გასაგებია ისიც, რომ სანამ წესები არ არის, რომელიმე შეწყალებაზე ფიქრი და განხილვა რთულია. ამიტომ, უნდა დაველოდოთ წესებს, ბრძანებულებას, რომელიც როგორც კი გამოვა, ხელს მოვაწერ და თქვენც გაეცნობით. შემდეგ შევუდგებით იმ საკითხს, რასაც ჰქვია შეწყალება. აქაც ცოტა არ იყოს, მიკვირს, რატომ არის მხოლოდ და მხოლოდ ინტერესი ერთ ადამიანზე. ძალიან ბევრი სხვა ადამიანი, ახალგაზრდები ელოდებიან, რა იქნება ამ კუთხით. მემგონი, არ არის სამართლიანი, მხოლოდ ერთით იყოთ ასე დაინტერესებული. როცა იქნება აღნიშნული წესები, გეტყვით და გაეცნობით“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები