დიმიტრი ლორთქიფანიძე: ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ“ არის საზოგადოების მაპროვოცირებელი და მის პრემიერას არ „გავატარებთ“

როგორც გეიპრაიდი არ შედგა, როგორც წმინდანთა შეურაცხყოფა არ გავატარეთ, ისე არ გავატარებთ ფილმის – „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერის გამართვას, – ამის შესახებ ყოფილმა დეპუტატმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერნციაზე განაცხადა.

ლორთქიფანიძის თქმით, ფილმს ხელოვნებასთან არავითარი კავშირი არ აქვს.

„ეს არის მორიგი ტესტი ლოიალობისადმი მთავრობის მხრიდან, ვინაიდან ჩაშლილი 17 მაისების ფონზე, პრეზერვატივების წაგებული პროცესის ფონზე, გაგახსენებთ ეს იყო პროცესი, რომელიც დაკავშირებული იყო წმინდანების გამოსახვის არამართლზომიერებასთან დაკავშირებით, იმის ფონზე, როცა თბილისში ვერ შედგა გეიპრაიდი, იმის ფონზე, როცა პრემიერმა და იმჟამინდელმა შს მინისტრმა, გახარიამ უარი განაცხადა, დაეცვა იმ პირების უსაფრთხოება, რომლებიც მთელ საზოგადოებას იწვევდნენ, მინისტრმა უარი განაცხადა საზოგადოების წინააღმდეგ განეხორციელებინა სადამსჯელო ღონისძიებები, ამ ყველაფრის ფონზე ყველაზე უფრო საკრალურს მოადგენენ, ვინაიდან ქართული ფოლკლორი საკრალიზებულია ქართველი კაცის ცნობიერებაში .
რა უნდა ქნას საზოაგდოებამ? თუ ჩვენ ამ ბრძოლას არ გავაგრძელებთ, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ არ გამოვსულვართ არცერთ 17 მაისზე, არ გვიბრძოლია გეიპრაიდის წინააღმდეგ, არაფრისთვის გვიბრძოლია, ამიტომ, აქ ბანალურად საქმე არ ეხება იმას, სად მივალთ.
ჩვენ გზავნილს გავუგზავნით მთავრობას, საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ როგორც არცერთი 17 მაისი არ შედგა, როგორც გეიპრაიდი არ შედგა, როგორც წმინდანთა შეურაცხყოფა არ გავატარეთ, ისე არ გავატარებთ ამასაც. ამას არავითარი კავშირი არ აქვს ხელოვნებასთან. ეს არის საზოგადოების მაპროვოცირებელი, სოციალური ექსპერიმენტი“, – განაცხადა ლორთქიფანიძემ.

ცნობისთვის, „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ თავმჯდომარე გურამ ფალავანდიშვილი აცხადებს, რომ ის და მისი მომხრეების კინოთეატრებში ფილმის – „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერის გამართვას არ დაუშვებენ. ამის შესახებ ფალავანდიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ფალავანდიშვილის თქმით, ისინი აპირებენ დაიკავონ კინოდარბაზები და მოახდინონ კინოთეატრების შენობების პიკეტირება.

გუშინ “ქართული მარშის“ ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ განაცხადა, რომ ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ“ კინოჩვენებას ჩაშლის.
შსს -ში აცხადებენ, რომ “იმოქმედებენ კანონის ფარგლებში“.

ქართულ-შვედური ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენება საქართველოში 3 დღის განმავლობაში გაიმართება. ფილმი წელს შვედეთმა ოსკარზე გააგზავნა, თბილისში კი მასზე დასასწრები ბილეთები უკვე სრულად გაიყიდა.

“და ჩვენ ვიცეკვეთ“ არის შვედეთში მოღვაწე რეჟისორის, ლევან აკინის ქართულ/შვედური წარმოების ქვიარ თემატიკაზე შექმნილი დრამა, რომლის პრემიერაც კანის კინოფესტივალზე გაიმართა

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები