დავით მათიკაშვილი: უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს საკმაოდ კრიტიკულ კითხვებს დავუსვამთ

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, ლაშა ქოჩიაშვილს საკმაოდ კრიტიკულ კითხვებს დავუსვამთ,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” წარმომადგენელმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

“ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა კანდიდატს, კვლავ ვაპირებთ დავუსვათ საკმაოდ კრიტიკული კითხვები, ის კითხვები, რაც საზოგადოებისთვის არის მნიშვნელოვანი და აინტერესებს ჩვენს საზოგადოებას. შესაბამისად, გაცემული პასუხების, მისი ბექგრაუნდის, ისევე, როგორც ყველა მოსამართლეობის კანდიდატის, საბოლოო ჯამში, უკვე ამ კრიტერიუმებით მოხდება გადაწყვეტილების მიღება“, – განმარტა მათიკაშვილმა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატები დღეს რიგით მეჩვიდმეტე კანდიდატს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლეს, ლაშა ქოჩიაშვილს უსმენენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები