ეკა ბესელია: ნაცვლად იმისა, რომ არამოსამართლე წევრებს შეუტიონ, სჯობს, გააცნობიერონ სასამართლოს სისტემა რამდენად დაასუსტეს

ნაცვლად იმისა, რომ არამოსამართლე წევრებს შეუტიონ, სჯობს გააცნობიერონ სასამართლოს სისტემა რამდენად დაასუსტეს, – ასე გამოეხმაურა დამოუკიდებელი დეპუტატი, ეკა ბესელია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მათ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე ოფიციალურად მიმართეს.

“ისინი ასრულებენ თავის მოვალეობას, იმას აკეთებენ რასაც უნდა აკეთებდეს საბჭოს წევრი, რომელიც ხედავს რამდენად სახიფათო ტენდენციებს აქვს ადგილი და როგორ ანგრევს მართლმსაჯულების ნდობასა და ავტორიტეტს თავად იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრები. ამიტომ, ნაცვლად იმისა, რომ შეუტიონ არამოსამართლე წევრებს ჯობია გააცნობიერონ რამდენად დააკნინეს და დაასუსტეს სასამართლოს ავტორიტეტი იმის გამო, რომ ჰყავთ მეთოფიშვილის, გვრიტიშვილის და მსგავსი ტიპის მოსამართლეები”, – განაცხადა ბესელიამ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მიერ პრეზიდენტისათვის გაგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ ანა დოლიძე საჯარო მოსამსახურის ეთიკას სისტემატურად არღვევს და მისი ქმედებები ზიანს აყენებს არა მხოლოდ სასამართლო ხელისუფლებას, არამედ თავად საქართველოს პრეზიდენტსაც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები