ალეკო ელისაშვილი: მიმაჩნია, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე ფრთიანი ანგელოზი არ არის

მომხრე ვარ, რომ მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის შეწყალება მოხდეს, – ამის შესახებ “სამოქალაქო მოძრაობის“ დამფუძნებელმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

“მე პირადად, მიმაჩნია, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე ფრთიანი ანგელოზი არ არის, მაგრამ ის ბრალი რითაც დაიჭირეს, რომ პატრიარქს კლავდა ეს არ მჯერა. მე ვარ მომხრე რომ მისი შეწყალება მოხდეს და მე, რომ ისევ შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ვყოფილიყავი მისი შეწყალების საკითხს დადებით რეკომენდაციას მივცემდი”, – აღნიშნა ელისაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები