ძლიერი წვიმის შედეგად, გომში საცხოვრებელი სახლები, სახნავ-სათესი მიწები და შიდა-სასოფლო გზები დაიტბორა

რამდენიმესაათიანი ძლიერი წვიმის შედეგად, სამტრედიის მუნიციპალიტეტში, გომის ადმინისტრაციულ ერთეულში საცხოვრებელი სახლები, სახნავ-სათესი მიწები და შიდა-სასოფლო გზები დაიტბორა.

ადგილობრივები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ და აცხადებენ, რომ უხვმა ნალექმა მათ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.

სტიქიის ზონაში იმყოფებოდა სამტრედიის მერი ვალერი ფოცხვერია, რომელიც დაზარალებულებს დახმარებას დაჰპირდა.

“მიზეზს წარმოადგენს ყუმურის, გომის, შუახის და მასში შემავალი არხების მთიდან ჩამოსული ნაკადით ამოვსება. რამაც გამოიწვია დატბორვა. საჭიროა ყუმურისა და მასთან დამაკავშირებელი არხების გაწმენდა. მოხდება შედეგების აღწერა და კომპლექსური ღონისძიებები გატარდება,”- განაცხადა ვალერიან ფოცხვერიამ.

საქართველოში მეორე დღეა წვიმს. სინოპტიკოსები გამოდარებას ხვალიდან პროგნოზირებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები