ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილ და-ძმას აბასთუმანში დღეს დაკრძალავენ

ახალციხე- ადიგენის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულ და-ძმას,  დავით ბალახაშვილსა და მთავრისა ბალახაშვილის დღეს  დაკრძალავენ.
გარდაცვლილები აბასთუმნის ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრიდან გამოასვენეს. შეგახსენებთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა ახალციხე-ადიგენის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე მოხდა.
ერთმანეთს სატვირთო ავტომობილი და მსუბუქი მანქანა შეეჯახა.შსს-ში ამბობენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები