ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი მიტროპოლიტის თხოვნა პატრიარქმა არ დააკმაყოფილა

ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი მიტროპოლიტის პეტრე ცაავას განცხადებით, მან მიიღო ინფორმაცია საპატრიარქოდან,რომ მისი თხოვნა ილია მეორემ არ დააკმაყოფილა.

ყოფილი მიტროპოლიტის არჩევანი და თხოვნა იყო ინჩხურის წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის მონასტერში განწესება. გავრცელებული ინფორმაციით,ხვალ საპატრიარქოდან ჩამოვა კომისია,მამა ანდრიას ხელმძღვანელობით და მოხდება ქონების გადაბარება.

განყენებული მეუფე პეტრეს თქმით,მოციქულთა კანონის ის მუხლი, რომლითაც ის საპატრიარქოს წმინდა სინოდმა დასაჯა, არარელევანტურია, რადგან მისივე განმარტებით, 55-ე მუხლში ნათლად წერია, რომ მუხლი მაღალი იერარქიის პირებს არ მიესადაგება და ის მღვდლებისთვისაა განკუთვნილი.

მომიყენეს მოციქულთა კანონის მუხლი, აბსოლუტურად არაადეკვატურად. ეს ეპისკოპოსს არ ეხება, ეს ეხება კლერიკოსს, რომელიც ეპისკოპოსზე დაბალი რანგია, უკვე შეცდომაა. კანონიკური სამართლის ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს,” – ამბობს პეტრე ცაავა.

მისივე თქმით, ყოფილი ქორეპისკოპოსის, იაკობის შემთხვევაში სჯულის კანონის მუხლი საერთოდ არ არის მითითებული.

“წარმოგიდგენიათ? ჩემზე არასწორადაა მუხლი მითითებული და მასზე მუხლიც კი ვერ მოიფიქრეს, რომ ფორმალურად დაეწერათ რამე, თუ რამუხლით დაისაჯა ბოდბელი ეპისკოპოსი თავისი უპასუხისმგებლობის გამო,”- ამბობს პეტრე ცაავა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ჭყონდიდის ეპარქიის მმართველობიდან პეტრე ცაავას გათავისუფლების ბრძანება ოფიციალურად გამოსცა.

„31 ოქტომბრის წმინდა სინოდის განჩინებით, მიტროპოლიტი პეტრე (ცაავა) გათავისუფლდა ჭყონდიდის ეპარქიის მმართველობიდან, წმინდა სინოდის წევრობიდან და განმწესდა მონასტერში. მონასტრის ადგილად განესაზღვროს შიომღვიმე.

31 ოქტომბრის წმინდა სინოდის განჩინებით, ჭყონდიდის ეპარქიის დროებით მმართველად დადგინდა წალკის ეპისკოპოსი გრიგოლი (კაცია)“, – აღნიშნულია პატრიარქის ბრძანებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები