ქუთაისში,”ნატოს დღეები 2019-ის“ ფარგლებში,  ინტელექტუალური თამაში “რა? სად? როდის?“ გაიმართა

ქუთაისის ილია ჭავჭავაძის საჯარო ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში, საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ცენტრის “ნატოსა” და “ევროკავშირის” შესახებ, იმერეთის ბიუროს ორგანიზებით, ინტელექტუალური თამაში “რა? სად? როდის?“ გაიმართა.

ინტელექტუალური თამაშის თემა იყო NATO-სთან დაკავშირებული საკითხები. თამაშში იმერეთის რეგიონის 19 გუნდი იღებდა მონაწილეობას. ღონისძიებისთვის კითხვები “რა? სად? როდის?“ იმერეთის ინტელექტ-კლუბის წევრმა, ზაალ ხონელიძე მოამზადა.

საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა, I ადგილი – “ანანერბე“, ქუთაისი, II-III ადგილები კი, თანაბარი ქულებით, ბაღდათის “მაიკოვსკის თეატრმა“ და ქუთაისის “ისქინეფმა“ გადაინაწილეს. ღონისძიება “ნატოს დღეები 2019-ის“ ფარგლებში გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები