გადაუღებელმა წვიმამ ქობულეთის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა

გადაუღებლი წვიმის შედეგად, ქობულეთის მუნიციპალიტეტში რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულში მეწყრული პროცესები განვითარდა. უხვი ნალექის გამო, ადიდებულია მდინარე აჭყვა. დაიტბორა საცხოვრებელი სახლების ეზოები.
ქობულეთის მერიაში შექმნილია სტიქიის სალიკვიდაციო შტაბი, რომელიც მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებულ მდგომარეობას სწავლობს. შტაბის წევრები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები