კასპში, ბორჯომის ქუჩაზე რეაბილიტირებული გზა გაიხსნა

კასპის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოების ფარგლებში, კიდევ ერთი პროექტი დასრულდა.
როგორც „რეგიონულ კვირას“ კასპის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, ბორჯომის ქუჩიდან ე.წ. „ნატბეურას“ გავლით, პაატას ქუჩის გადაკვეთამდე ასფალტირებული, კეთილმოწყობილი გზა გაიხსნა.
პროექტის ფარგლებში, გზაზე მოეწყო ქვის გაბიონი, გადამსვლელები, დაიგო ასფალტი, დაიხაზა და დაიდგა საგზაო ნიშნები. გზის სიგრძე 1 863 გრძივი მეტრია, სამუშაოები შპს „გზები და კეთილმოწყობა“მ შეასრულა. პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა და მასზე 1 652 390 ლარი დაიხარჯა.
გზის მოასფალტებამდე შეიცვალა მიწისქვეშა სასმელი, საკანალიზაციო სისტემები. ქუჩაზე დამონტაჟდა თანამედროვე ტიპის ლედი სანათები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები