ცაგერში, პროექტის “ახალგაზრდული იდეა ურბანული განვითარებისთვის“ ფარგლებში, ორმა გუნდმა პრეზენტაცია წარადგინა

ცაგერში,მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხარდაჭერით, “ახალგაზრდული იდეა  ურბანული განვითარებისათვის“ პროექტის ფარგლებში, ახალგაზრდების ორმა გუნდმა საკუთარი პრეზენტაცია წარადგინა. თითოეული გუნდის ხელმძღვანელი შეეცადა, აუდოტორიისთვის მათ მიერ წარდგენილი  პროექტის უპირატესობა დაემტკიცებინა.

პრეზენტაციას  ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდები,პროექტების გუნდების წარმომადგენლები, ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში,პროექტის მენტორი ირაკლი მელაშვილი,ცაგერის   მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ უგრეხელიძე და სხვა დაინტერესებული პირები.

როგორც “რეგიონულ კვირას“ ირაკლი მელაშვილმა განუცხადა, „ახალგაზრდები ურბანული განვითარებისთვის“ გაეროს პროექტია და მის მხარდაჭერას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს.

მისივე თქმით, გრანტის მომპოვებელი ჩეხური ორგანიზაცია “აკურა“ გახდა, რომელიც დიდი ხანია საქართველოში მუშაობს.

„ პროექტის ძირითად მიზანს წარმოადგენს ის, რომ დაბებსა და ქალაქებში, ურბანულ დასახლებებში, შეირჩნენ ახალგაზრდები,რომლებიც პროექტებში ჩამოაყალიბებდნენ ხედვას იმ მიმართულებით,რასაც მათი დასახლებების პრიორიტეტები მოითხოვს. საქართველოში ამ იდეის ირგვლივ საკმაოდ ინტენსიური მუშაობა წავიდა და ამ ეტაპისთვის 18 საინტერესო პროექტი შემორჩა განსახილველად. პირველი შემთხვევაა, როცა სახელმწიფო ვალდებულებას იღებს იმის თაობაზე,რომ განახორციელებს არა ადმინისტრაციებისა  და ბიუროკრატიული  ნომენკლატურების მიერ შეთავაზებულ,არამედ მოქალაქეების მიერ წარდგენილ პრიორიტეტებს,“- განაცხადა მელაშვილმა.

ცაგერის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების მიერ წარდგენილი 2 პროექტიდან გამარჯვებული  10 ნოემბერს გამოვლინდება.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები