სასულიერო პირებმა საჩხერეში თავისუფლების ქუჩა და მისი მაცხოვრებლები დალოცეს

საჩხერის მუნიციპალიტეტის ტაძრებში მოღვაწე სასულიერო პირებმა , საჩხერეში თავისუფლების ქუჩა და მისი მაცხოვრებლები დალოცეს. დალოცვის რიტუალს თვითმმართველობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

აღნიშნული რიტუალი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მიერ, ქვეყნის ღვთისმშობლის წილხვდომილობის ზეიმის დადგინებას უკავშირდება.

ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაულის აღნიშვნა, ქვეყნის ისტორიაში, ჩვენი ზეციური მფარველის მიერ გაწეული ღვაწლის გახსენებასა და გაცნობიერებას, ასევე ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლიდან, ქრისტიანობის ორიათასწლოვანი ისტორიის გახსენებას ნიშნავს.

წელს ასევე აღინიშნება წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის 1 700 წლისთავი. საჩხერის მუნიციპალიტეტში სოფლებისა და ქალაქ საჩხერის უბნების დალოცვა სექტემბერში დაიწყო და უახლოეს დღეებში დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები