მამა პეტრე ცაავა მრევლს: შევხვდებით სამოთხეში

ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე სალხინოში ამბროსი ხელაიას სახელობის სკოლა-გიმნაზიაში მივიდა, სადაც პედაგოგებს და ბავშვებს დაემშვიდობა.
“ერთი წმინდა მამის ხასიათი იყო, როცა ადამიანს ემშვიდობებოდა, ეტყოდა – “შეხვედრამდე სამოთხეში”. აბა ვთქვათ, შეხვედრამდე სამოთხეში!”, – მიმართა შეკრებილ მრევლს ყოფილმა მიტროპოლიტმა.
სკოლის პრორექტორმა, მამუკა დანელიამ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა და აღნიშნა, რომ რადგან ყოფილი ეპისკოპოსი არ იქნება სკოლის ხელმძღვანელი, საკუთარ თავს სკოლაში ვეღარ ხედავს.
ამ წუთებში პეტრე ცაავა მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში იმყოფება. ის მედიასთან კომენტარს მას შემდეგ გააკეთებს, რაც მისი შემცვლელი მეუფე გრიგოლი ჭყონდიდის ეპარქიაში ჩავა.
ჭყონდიდისა და მარტვილის ეპარქიაში, ახალ მმართველს დღეს ელოდებიან.
ცნობისთვის, პეტრე ცაავა მღვდელმთავრობიდან სინოდმა 31 ოქტომბერს გადააყენა. ასევე, მას მღვდელთმსახურებაც შეუჩერდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები