ზვიად შალამბერიძე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და პირველი მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს, რუსლან აბაშიძეს, შეხვდნენ.

შეხვედრის მთავარი თემა იმერეთში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის წინაშე არსებული პრობლემები და მათი საცხოვრებელი ბინებით დაკმაყოფილების საკითხი იყო.
როგორც ცნობილია, აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობა იმერეთის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში, მათ შორის, წყალტუბოშიც არის ჩასახლებული, სადაც ბიძინა ივანიშვილის მიერ დაანონსებული პროექტი იწყება.

სახელმწიფო რწმუნებულმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ დევნილებისთვის მშენებლობები მიმდინარეობს, როგორც წყალტუბოში, ასევე ქუთაისში. მისივე თქმით, ეს პროცესი შეუქცევადია და ყველა იძულებით გადაადგილებული პირი საცხოვრებელი ფართით ეტაპობრივად დაკმაყოფილდება.

შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის საკითხებზეც იმსჯელეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები