ცხრა თვეში საქართველომ 50 მლნ 360,8 ათასი აშშ დოლარის ელექტროენერგია შეიძინა
მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ 50 მლნ 360,8 ათასი აშშ დოლარის ელექტროენერგია შეიძინა. ელექტროენერგიის იმპორტზე დახარჯულმა თანხამ გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს 21.9 %-ით გადააჭარბა.
საქართველოს ელექტროენერგიით მთავარი მომმარაგებლები აზერბაიჯანი და რუსეთია. აზერბაიჯანიდა იმპორტირებულმა ელექტროენერგიამ 60.334 მლნ კვტ.სთ.ხოლო რუსეთიდან 125.011 მლნ კვტ.სთ შეადგინა. ესკო -ს მონაცემებით, საერთო ჯამში სექტემბერში 185.3 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა.