გორის მერიის ეთნოგრაფიული მუზეუმის მიმდებარედ ფართები იჯარით გაიცემა

სახელოსნოების მოწყობისა და ფუნქციონირების მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის მერიის ეთნოგრაფიული მუზეუმის მიმდებრედ ახლადაშენებულ ფართები იჯარით გაიცემა.

,,მოიჯარე შეირჩევა აუქციონის წესით, რომელიც დღეს გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ კულტურისა და ტურიზმის ხელშეწყობის განვითარების სააგენტომ გამოაცხადა. დაინტერესებულ პირებს აუქციონში მონაწილეობის მიღება 13 ნოემბრის (17:55 საათამდე) ჩათვლით შეუძლიათ.

შენობა სახელოსნოებისთვის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული, „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ საპილოტე, საგრანტო პროექტის „ადგილობრივი ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება მდგრადი ზრდისთვის“ ფარგლებში აშენდა. შენობების კერძო სექტორისთვის გადაცემას აღნიშნული საგრანტო პროექტი დასაქმებისა და კერძო და საჯარო სექტორებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობას ითვალისწინებს.

სახელოსნოების საშუალებით ტურისტები ქართული ხალხური რეწვის და კვების მრავალფეროვან ტრადიციებს გაეცნობიან”, – ნათქვამია გორის მერიის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები