სუს-ის უფროსი ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა, საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩთან, ბაურჟან მუხამეჯანოვთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

შეხვედრას საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის ოფიციალური წარმომადგენელი იერბოლ ბორინი ესწრებოდა.

მხარეებმა საქართველოსა და ყაზახეთის შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებასა და ორ ქვეყანას წინაშე არსებულ გამოწვევებს. გრიგოლ ლილუაშვილმა და ბაურჟან მუხამეჯანოვმა საქართველოსა და ყაზახეთის უსაფრთხოების სამსახურებს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები