ჯვარში ავარიის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა, რომლის მდგომარეობაც მძიმე იყო, გარდაიცვალა

ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის ცენტრალურ გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, დაშავებული სამი ადამიანიდან ერთი გარდაიცვალა.

დაშვებულის მდგომარეობა მძიმე იყო. ის კომატოზურ მდგომარეობაში,მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

არსებული ინფორმაციით, ქალაქ ჯვარის მხრიდან მომავალი ოპელის მარკის მსუბუქი ავტომანქანა, გზის სავალი ნაწილის საპირისპირო მხარეს, ჯერ ელექტროგადამცემ ბოძს, შემდეგ კი ხეს შეეჯახა.

როგორც “რეგიონულ კვირას” შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 276- ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები