“მასწავლებლის ეროვნული სკოლა“ ახალი ტიპის მასწავლებლებს ახალციხეში უფასოდ მოამზადებს

1 ნოემბერს, ახალციხის მეორე და მესამე სკოლებში “მასწავლებლის ეროვნული სკოლა“ ფუნქციონირებას იწყებს, რომელიც ახალი ტიპის მასწავლებლებს უფასოდ მოამზადებს.

განათლების რეფორმის ფარგლებში, სკოლებში ხარისხიანი განათლების უზრუნველსაყოფად დაარსდება “მასწავლებლის ეროვნული სკოლა“, რომელიც წლის ბოლომდე 2 000- მდე მასწავლებლობის მსურველს მოამზადებს.

პროგრამის მონაწილეები მომზადების კურსს მომიჯნავე საგნებში გაივლიან. შედეგად, ერთი ადამიანი შეძლებს სკოლაში რამდენიმე საგანი ასწავლოს ( ფიზიკა, მათემატიკა, ICT) , ან ( ბიოლოგია და ქიმია), (ისტორია, გეოგრაფია, სამოქალაქო განათლება) (სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება/მუსიკა), განათლების დაწყებითი საფეხური (ქართული, მათემატიკა, ბუნებისმეტყველება). მსმენელები მომზადდებიან ასევე ქართულ ენასა და ლიტერატურაში და ფიზიკურ აღზრდაში ( სპორტი).

პროგრამის ამოქმედების შემდგომ, მაღალმთიან და მცირეკონტიგენტიან სოფლის სკოლებში აღმოიფხვრება მასწავლებლების დეფიციტი, რომელიც წლების განმავლობაში არსებობდა. პროგრამის მონაწილეები წინასწარ გაეცნობიან შესაძლო ვაკანტურ ადგილებს იმ სკოლებში, სადაც მასწავლებელთა დეფიციტია. ეს კი მათი დასაქმების შანსს ზრდის.

კურსდამთავრებულები სკოლებში მაძიებლის სტატუსით შევლენ, ჩაერთვებიან სპეციალურ პროგრამაში, რაც მათ საშუალებას მისცემს სწავლების პარალელურად გაიარონ დისტანციური კურსი და გახდნენ უფროსი მასწავლებლები. უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოპოვებამდე სამინისტრო მათ სპეციალურ სახელფასო დანამატს დაუწესებს. მსმენელთა ხელმისაწვდომობის მიზნით, ლექციები ჩატარდება რაიონულ ცენტრებსა და დიდი ქალაქების სკოლის ბაზაზე კვირაში სამჯერ ( პარასკევი, შაბათი, კვირა).

სასწავლო კურსს გაუძღვებიან კვალიფიციური ტრენერები. თითოეული საგნობრივი კურსის დასრულების შემდეგ მსმენელები გაივლიან პედაგოგიურ პრაქტიკას სკოლაში ადგილობრივი მასწავლებლის მეთვალყურეობით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები