რუსი დეპუტატი: იმისთვის, რომ რამე გამოვიდეს, მნიშვნელოვანია, სწორად ვესაუბროთ ქართულ საზოგადოებას

რუსეთის დუმის დეპუტატი, „ერთიანი რუსეთის“ ფრაქციის წევრი ვიქტორ ვოდოლაცკი დარწმუნებულია, რომ წლიდან წლამდე საქართველოს სულ უფრო მეტი მოქალაქე ამბობს, რომ რუსეთთან საჭიროა საქმიანი, კულტურული და პოლიტიკური ურთიერთობების დალაგება.

ამის შესახებ დეპუტატმა „დუმა ტვ“-ს განუცხადა.

მისი თქმით, 2-3 ათასი ადამიანი, რომელიც თბილისის ცენტრში აქციაზე გადის მთლიანად ქართული საზოგადოების აზრს ვერ გამოხატავს.

„აშშ უკვე რამდენიმე წელია ეხმარება საქართველოს აქტიური ანტირუსული განწყობების შენარჩუნებაში. როდესაც რაღაცა თემა ცხრება, სახელმწიფო დეპარტამენტი ყველა საშუალებით ცეცხლს თავიდან ანთებს. თუ შევხედავთ დღეს საქართველოს საზოგადოების სოციოლოგიას, წლიდან წლამდე სულ უფრო და უფრო მეტი მოქალაქე ამბობს, რომ საჭიროა საქმიანი, კულტურული და პოლიტიკური ურთიერთობის დალაგება რუსეთთან. საქართველო ბევრს კარგავს. ბრბო კი, 2-3 ათასი ადამიანის სახით, რომელიც ყოველდღე მოედანზე გადის და დროშებს აფრიალებს – ეს მთლიანი ქართული საზოგადოება არ არის. ამიტომ, იმისთვის რომ რამე გამოვიდეს საქართველოსთან, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ სწორად და მკვეთრად ვესაუბროთ ქართულ საზოგადოებას, იმ ადამიანებს რომლებსაც სურთ ცხოვრება რუსეთთან მშვიდობის და სიკეთის პირობებში“, – აღნიშნა დეპუტატმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები