არქიმანდრიტი ათინოგენე: ამდენი ხანია ითხოვს, წვალობს და ამხელს პედოფილიას ეკლესიაში

ჭყონდიდისა და მარტვილის ეპარქიაში, ამავე ეპარქიაში შემავალ ეკლესიებში მოღვაწე სასულიერო პირები შეიკრიბნენ.  ისინი წმინდა სინოდის დღევანდელ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.

მეუფე პეტრეს მღვდელთმთავრობიდან გადაყენებასთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა ჭყონდიდის ეპარქიის არქიმანდრიტმა ათინოგენემ.

სასულიერო პირის განცხადებით, მეუფე პეტრე დიდი ხანია უკვე ამხელს ეკლესიაში პედოფილიას, რისთვისაც მოხდა მისი დასჯა.

“სინოდზე, იქ ასე ხდება ქრისტიანებს უნდა მოუსმინონ და ამ გადაწყვეტილებას არ ველოდი. რჯულის კანონით ორი, სამი მოწმეა საჭიროა იმისათვის, რომ დამტკიცდეს სიმართლე. მეუფე ითხოვდა, რომ ის მოიყვანდა რამდენიმე მოწმეს და იტყოდა სიმართლეს, რასაც ამდენი ხანია ითხოვს, წვალობს, ამხელს და მიუთითებს – პედოფილიაზე ეკლესიაში,” – აღნიშნა ჭყონდიდის ეპარქიის არქიმანდრიტმა ათინოგენემ.

ჭყონდიდელი იღუმენია თამარის განცხადებით, წლებია მეუფე პეტრე აღნიშნულ პრობლემებზე მიუთითებს, რის გამოც ის დასაჯეს.

“ჩენ ყველა ერთხმად, ერთ აზრზე ვართ, რომ ეს უსაფუძვლო გადაწყვეტილება არ უნდა აღსრულდეს. მეუფეს ჩამობრძანებას ველოდებით,“- განაცხადა იღუმენიამ.

შეგახსენებთ, ჭყონდიდის უკვე ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა წმინდა სინოდმა მღვდელთმთავრობიდან გადააყენა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები