დროებითი სამთავრობო კომისიის სხდომაზე გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების საჭიროებებზე იმსჯელეს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა.

რიგით მე-20 სხდომას კომისიის თავმჯდომარე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი უძღვებოდა.

სხდომაზე განიხილეს რამდენიმე აქტუალური საკითხი, მათ შორის, ზამთრის პერიოდში გათბობის უზრუნველსაყოფად ფინანსური დახმარებისა და სტუდენტების 2019-2020 აკადემიური წლის დაფინანსების საჭიროებები.

“გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობის მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას ვიჩენთ და ეს ყურადღება გამოიხატება, როგორც ინფრასტრუქტურული პროექტების, ასევე სოციალური დახმარების ნაწილში. ქალბატონმა ქეთევან ციხელაშვილმა მოგვაწოდა ინფორმაცია USAID -ის დაფინანსებით ახალი შესაძლებლობების თაობაზე, რაც გულისხმობს, საპარტნიორო ფონდთან ერთად, ეკონომიკური განვითარების ახალი პროგრამის განხორციელების შესაძლებლობაზე. იმედი გვაქვს, რომ მუნიციპალიტეტები უფრო აქტიურად იმუშავებენ მოსახლეობასთან, რათა ამ საგრანტო დაფინანსების ფარგლებში უკეთესი ეფექტი მივიღოთ,“ – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები