ჭყონდიდის ეპარქიის იღუმენი დანიელი: სინოდის დღევანდელი გადაწყვეტილება “პილატეს სასამართლოს” ჰგავდა

სინოდის დღევანდელი გადაწყვეტილება”პილატეს სასამართლოს” ჰგავდა – ასე გამოეხმაურა ჭყონდიდის ეპარქიის იღუმენი დანიელი, წმინდა სინოდის დღევანდელ გადაწყვეტილებას.

“მე როგორც შვილი,მეუფე პეტრეს მოვუწოდებ, რომ გააპროტესტოს ეს გადაწყვეტილება. სანამ პასუხი არ მოვა ზედა ინსტანციიდან, ჩვენ გვერდით დავუდგებით მას, როგორც საჭიროა”- განაცხადა იღუმენმა.

წმინდა სინოდმა დღევანდელ სხდომაზე, ჭყონდიდელი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე მღვდელთმთავრობიდან გადააყენა. სინოდის გადაწყვეტილებით, ჭყონდიდის ეპარქიის მმართველად წალკელი ეპისკოპოსი მეუფე გრიგოლი დაინიშნა. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე, ეპარქიაში ერთგვაროვანი რეაქციაა.

“ვინც დაინიშნა, მე პირადად ისეთ მღვდელთმთავართან ვერ ვიმსახურებ, ცრუ არ ვიქნები”- აღნიშნა იღუმენმა დანიელმა.

ჭყონდიდის ტაძრის ეპარქიის ეზოში იკრიბებიან სასულიერო პირები და მრევლი, ისინი პეტრე ცაავას ჩამოსვლას ელოდებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები