ზესტაფონში სიმსივნის სხვადასხვა ფორმის სკრინინგული კვლევების პილოტური პროგრამა დაინერგა
ზესტაფონის მერის, გიორგი გოგლიჩიძის ინიციატივით, 1-ელი ოქტომბრიდან ზესტაფონში სიმსივნის სხვადასხვა ფორმის სკრინინგული კვლევების პილოტური პროგრამა დაინერგა.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პილოტური პროგრამით, კიბოს სკრინინგის კომპონენტის ფარგლებში ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის უფასო სკრინინგული კვლევა ჩატარდა, რომელსაც ჯანმრთელობის ცენტრ “ჰერა“ -ს მობილური ჯგუფი აწარმოებდა.
“ზესტაფონი ერთ – ერთი პირველი მუნიციპალიტეტია რეგიონში, სადაც კიბოს გაძლიერებული სკრინინგის პროგრამა დაინერგა. ჩვენი სურვილია ბევრი ადამიანი ჩაერთოს ამ პროგრამაში და მეტი ყურადღება დაუთმონ საკუთარ ჯანმრთელობას“ – აღნიშნა ზესტაფონის მერმა გიორგი გოგლიჩიძემ.
სკრინინგულ კვლევებში ჩართულ ბენეფიციარებს ზესტაფონის მერი, გიორგი გოგლიჩიძე, მოადგილე ელგუჯა კვეტენაძე და საკრებულოს თავმჯდომარე ვახტანგ ღამბაშიძე შეხვდნენ
პილოტური პროექტი მუნიციპალიტეტში ზესტაფონის მერიის ინიციატივითა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მუნიციპალური ცენტრის ხელშეწყობით ხორციელდება. პროგრამაში ჩართულია პირველადი ჯანდაცვის დაწესებულების სამედიცინო პესრსონალი.
პროექტში ჩართვის მსურველებს შესაძლებლობა აქვთ, მიმართონ სამედიცინო ამბულატორიებს და მიიღონ პროგრამით გათვალისწინებული მომსახურეობა.