თოდოგაურში მიწის ჩამოშლის შედეგად ორი ოჯახი დაზარალდა

ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიაზე მეწყრული პროცესი განვითარდა. თოდოგაურში მიწის ჩამოშლის შედეგად ორი ოჯახი დაზარალდა.

დაზარალებულ ოჯახებს ბათუმის მერია ქირით გაიყვანს.

მეწყრული პროცესი შავლიძეებში და თევდორე მღვდლის ქუჩაზეც განვითარდა, რის გამოც ორ ოჯახთან მისასვლელი გზა ჩაიხერგა. დაზიანდა ელექტრო ენერგიისა სისტემა და ოჯახებს გაზის მიწოდებაც შეეზღუდათ.

ადგილზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. სტიქიის შედეგებს, ბათუმის ვიცე მერი, ჯაბა ტუღუში და ბათუმის მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ხელმძღვანელი სულხან ევგენიძე, გაეცნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები