ქუთაის-გაენათის ეპარქიას მეუფე იოანე გამრეკელი უხელმძღვანელებს

სინოდის გადაწყვეტილებით, ქუთაის-გაენათის ეპარქიას  რუსთავის მიტროპოლიტი, მეუფე იოანე გამრეკელი უხელმძღვანელებს.

ეპარქიის მმართველის მოვალეობას იოანე გამრეკელი მეუფე კალისტრატეს გარდაცვალების შემდეგ ასრულებდა.

2009 წლის 1 ნოემბრიდან ეპისკოპოსი იოანე გადაყვანილ იქნა რუსთავისა და მარნეულის ეპარქიის მმართველად. 2010 წლის 20 ივლისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ რუსთავის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში ეპისკოპოსი იოანე მთავარეპისკოპოსის წოდებით დააჯილდოვა და დანიშნა იგი რუსთავისა და მარნეულის მმართველ მღვდელმთავრად. 2011 წლის 28 აგვისტოს, კი მიტროპოლიტის წოდებით დაჯილდოვდა.

შეგახსენებთ, რომ ქუთაის-გაენათის ეპარქიის მმართველი მეუფე კალისტრატე იყო, რომელიც 2019 წლის 20 ივნისს, მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები