“მეუფე პეტრე სინოდმა გადააყენა, ის ისე მოიქცა, იძულებული გავხდით, ხელით გაგვეყვანა სხდომიდან”

მეუფე პეტრე გადაყენა არა პატრიარქმა, არამედ სინოდმა, – ამის შესახებ წმინდა სინოდის სხდომიდან გამოსულმა ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტმა, ნიკოლოზ ​​ფაჩუაშვილმა განაცხადა.

“ის ისე მოიქცა, იძულებული გავხდით ხელით გაგვეყვანა სხდომიდან. მან უხამსი სიტყვებით უხამსობა ილაპარაკა. მეუფე პეტრემ წლების განმავლობაში არაერთხელ მიაყენა შეურაცხყოფა პატრიარქს და დღესაც იგივე გააკეთა. სხდომაზე ჩვენ მას ვუხსნიდით, ვცდილობდით, მაგრამ მან არ შეწყვიტა პატრიარქის მიმართ შეურაცხყოფა. ის არ მოკვეთილა, გათავისუფლებულია მეუფობიდან და ჭყონდიდის ეპარქიიდან”, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები