მექსიკის ციხეში ამბოხი მოხდა, არიან გარდაცვლილები

მექსიკაში, მორელოსის შტატის ციხეში ამბოხი მოხდა. პატიმრებმა მძევლად ბადრაგი აიყვანეს.

მომხდარის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, რომლებიც ცივი იარაღით არიან მოკლულნი, ორი დაჭრილია.

როგორც შტატის პროკურორმა ურიელ კარმონამ განაცხადა, ყველა დაღუპული პატიმარი იყო.

მედიის ინფორმაციით, ციხეში დაპირისპირება თავდაპირველად, ფეხსაცმელს მოპარვას მოჰყვა, არეულობის დროს კი, პატიმრებმა მძევლად ბადრაგი აიყვანეს და ციხის მნიშვნელოვან ნაწილზე კონტროლი დაამყარეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები