“დარწმუნებული ვარ, აზარტულ თამაშებზე კანონმდებლობის კუთხით ისეთ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომელსაც საზოგადოება დადებითად შეაფასებს”

დარწმუნებული ვარ, აზარტულ თამაშებზე კანონმდებლობის კუთხით ისეთ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომელსაც საზოგადოება დადებითად შეაფასებს, – ამის შესახებ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ საქართველოს პირველი არხის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის მიხედვითაც არხი 2020 წლის პირველი იანვრიდან საკუთარი ეთერით აზარტული თამაშების რეკლამირებას აღარ განახორციელებს.

“ვფიქრობ, ჩვენ მივიღებთ ისეთ კანონმდებლობას, რომლის მთავარი მიზანი იქნება, გამოწვევას ვუპასუხოთ. როდესაც საზოგადოება აზარტულ თამაშებში ძალიან დიდ საფრთხეს ხედავს, ამ გადაწყვეტილებით ჩვენ საზოგადოების გამოწვევებს უნდა ვუპასუხოთ და არა მხოლოდ ცალსახად ბიზნესზე ვიყოთ ორიენტირებულნი. დარწმუნებული ვარ, კანონმდებლობის კუთხით ისეთ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომელსაც საზოგადოება დადებითად შეაფასებს“, – აღნიშნა კაკულიამ.

საქართველოს პირველი არხი, აზარტული თამაშების რეკლამის ეთერში განთავსებაზე უარს აცხადებს. პირველი არხი ამ ეტაპზე მიმდინარე ვალდებულებებს შეასრულებს და 2020 წლის პირველი იანვრიდან საკუთარი ეთერით აზარტული თამაშების რეკლამირებას აღარ განახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები