სამშენებლო ნებართვების რაოდენობა გასულ წელთან შედარებით გაიზარდა

ოფიციალური მონაცემებით, მიმდინარე წლის 9 თვეში სამშენებლო ნებართვების რაოდენობა გასულ წელთან შედარებით 1.3 %-ით გაიზარდა და 5.622 მლნ კვ.მ -ის მშენებლობაზე 7802 ნებართვაა გაცემული.
გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ასაშენებელი ფართების მოცულობა 23.9 %-ით გაიზარდა.
ნებართვების 71% მოდის ქვეყნის 3 რეგიონზე. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 49.2% თბილისზე 11% აჭარაზე და 10.8% ქვემო ქართლზე.
2019 წლის იანვარ-სექტემბერში, სულ ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 1.924 მლნ კვ.მ ფართობის (წინა წელთან შედარებით 32.3%-ით მეტი) 1802 ობიექტი (წინა წელთან შედარებით 1.5%-ით ნაკლები).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები