რუდენკოვი: რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი ამ დრომდე გარკვეული არ არის
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ანდრეი რუდენკოვის თქმით, რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით ამ დრომდე არაფერი გარკვეული არ არის.
ამის შესახებ რუდენკომ მოსკოვში ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჯერჯერობით სიცხადე არ არსებობს“, – აღნიშნა დიპლომატმა.
რუსეთმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა 21 ივნისს თბილისში განვითარებული მოვლენების ფონზე გაწყვიტა. ვლადიმირ პუტინის ბრძანება ძალაში 8 ივლისიდან შევიდა.
რუსეთის ტუროპერატორებს საქართველოს მიმართულებით საგზურების გაყიდვისგან თავის შეკავება ურჩიეს.