ბათუმის ბაზარში სარეალიზაციოდ გამზადებული ცხენის ხორცი აღმოაჩინეს

ანტისანიტარია და ცხენის ხორცი ბათუმის ბაზარში. შემაშფოთებელ კადრებს გადაცემა “სახალხო კონტროლი” ავრცელებს.

ადგილზე, სადაც  საპატრულო პოლიცია და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, აღმოჩენილი იქნა, დიდი ოდენობით როგორც ცხენის, ასევე გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,  ის სოფელ აბაშის სასაკლაოდან არის მოწოდებული.

როგორც უწყებაში განაცხადეს, ობიექტი დაილუქება, ასევე განადგურდება ხორცი. მათივე ინფორმაციით, დაისჯება, როგორც ხორცის რეალიზატორი და ასევე მომწოდებელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები