ირმა ინაშვილი: ფსევდოლიბერალური ძალებისთვის ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა, ძალიან მძიმე შედეგებით დასრულდება

ფსევდოლიბერალური ძალებისთვის ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა ძალიან მძიმე შედეგებით დასრულდება, – ამის შესახებ “პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ეკლესიის ირგვლივ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განაცხადა.

“მინდა, გამოვეხმაურო ეკლესიის ირგვლივ მიმდინარე უმძიმეს პროცესებს და პირდაპირ ვთქვა, რომ ეს არის პირდაპირი ბრძოლა ეკლესიის დისკრედიტაციისთვის და ბრძოლა პატრიარქის წინააღმდეგ. ყველას მინდა ვუთხრა, ნამდვილად არ დავტოვებთ მარტო დედაეკლესიას და პატრიარქს. ეს ბრძოლა დღეს არ დაწყებულა, დაიწყო “ვარდების რევოლუციიდან“, როცა თავისუფლების ინსტიტუტი გეგმავდა პირდაპირ ეკლესიის სადისკრედიტაციო გეგმის განხორციელებას ტელევიზიის პირველ არხზე. ახლა ეს გეგმა ახალ ფაზაშია შესული. ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა დამთავრდება ძალიან მძიმე შედეგებით იმ ფსევდოლიბერალური ძალებისთვის, რომლებიც ამ ბრძოლაში არიან ჩართული“, – განმარტა ინაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები