ეკა ბესელია: დავით გარეჯთან დაკავშირებულ საკითხს პოლიტიკური მხარდაჭერა სჭირდება
დავით გარეჯთან დაკავშირებულ საკითხს პოლიტიკური მხარდაჭერა სჭირდება, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ დახურულ კარს მიღმა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას მოსმენის შემდეგ განაცხადა.
“მთავარია, რომ ამ საკითხისადმი ჩანს მაღალი ინტერესიც და საკმაოდ დიდი ძალისხმევა, რომელსაც სჭირდება პოლიტიკური მხარდაჭერა, ანუ მას სჭირდება უმაღლესი სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან გაძლიერება ყველა იმ რესურსის და ყველა იმ საშუალების თავმოყრა რომელმაც უნდა წარმართოს ეს პროცესი შედეგიანად”, – აღნიშნა ბესელიამ.
დახურულ კარს მიღმა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას მოსმენისას, განხილვის თემა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებული პრობლემები და საზღვრის დემარკაცია იყო.