ლადო ნარსია: მეუფე იაკობის განცხადება დიდი ხნის წინ უნდა ქცეულიყო განსჯის საგნად სინოდისთვის
“მეუფე იაკობის განცხადება დიდი ხნის წინ უნდა ქცეულიყო განსჯის საგნად სინოდისთვის, – ასე აფასებს თეოლოგი ლადო ნარსია მეუფე იაკობის განცხადებას, რომლის მიხედვითაც გიორგი გახარია, გიორგი კვირიკაშვილი და ვახტანგ გომელაური მას პატრიარქის გადაყენებას სთავაზობდნენ.
“მეუფე იაკობის განცხადება დიდი ხნის წინ უნდა ქცეულიყო განსჯის საგნად სინოდისთვის. სახელმწიფო უწყებები უნდა დაინტერესდნენ იმ ფაქტებით, სადაც მეუფე თუნდაც არეულად გვიყვება იმის შესახებ, რომ არსებობდა გარკვეული განზრახვა პატრიარქის გადაყენებასთან დაკავშირებით და თათბირი ამ ყველაფრის შესახებ ხდებოდა პრემიერის ოთახში. მეუფე იაკობი ამ განცხადებების შემდეგ აღარასოდეს მომავალში საეპისკოპოსო სტატუსითა და სახელით აღარ წარსდგეს საზოგადოების წინაშე”, – განმარტა თეოლოგმა.
ცნობისთვის, მეუფე იაკობი გუშინ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსობიდან და საპატრიარქოს საფინანსო-ეკონომიური საბჭოს თავმჯდომარეობიდან გადადგა.