თურქეთი ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალით მარცვლეულის გადაზიდის ინიციატივით გამოდის
გასულ კვირას ბაქოში მიმდინარე მარცვლეულის მე-11 საერთაშორისე ფორუმზე თურქული მხარე ბაქო-თბილისი -ყარსის სარკინიგზო მაგისტრალით მარცვლეულის გადაზიდვის ინიციატივით გამოვიდა.
როგორც თურქეთის მემარცვლეულობის კომიტეტის თავჯდომარემ აჰმედ გიულდანმა განაცხადა, ბაქო-თბილისი -ყარსის მაგისტრალით მარცვლეულის ტრანსპორტირება უფრო მოსახერხებალი და იაფი დაჯდება.
ფორუმში რომელის აზერბაიჯანის დედაქალაქში გაიმართა რუსეთის, ირანის, არაბთა გაერთიანებული საემიროების და კიდევ 20-მდე ქვეყნის დელეგაცია მონაწილეობდა.
შეგახსენებთ,რომ ბაქო-თბილისი- ყარსის სარკინიგზო მაგისტრალმა ფუნქციონირება 2017 წლის 30 ოქტომბერს დაიწყო. სპეციალისტების გათვლებით ამ მარშუტით აზიიდან ევროპაში ტვირთების ტრანსპორტირება დაახლოებით 15 დღეშია შესაძლებელი.