თურქეთში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირის ბრალდებით 20 უცხოელი დააკავეს

თურქეთში, ანკარაში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირის გამო, უცხო ქვეყნის, სულ მცირე 20 მოქალაქე დააკავეს.

Hurriyet daily news-ის ინფორმაციით, ყველა დაკავებული კონტრტერორისტული ოპერაციის ფარგლებში იქნა აყვანილი. დაკავებები ერთდროულად რამდენიმე მისამართზე მიმდინარეობდა.

ეჭვმიტანილები დეპორტაციისთვის სამიგრაციო სამმართველოში არიან გადაყვანილი.

თურქეთში 2013 წლიდან „დაეშის“ თავდასხმების შედეგად 315 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები