ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატულ თეატრს ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი ჰყავს

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით, ზუგდიდის შ. დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად რეჟისორი ლაშა შეროზია დაინიშნა. ამ ინფორმაციას თავად თეატრის ფეისბუქგვერდი ავრცელებს.
„ლაშა შეროზია პროფესიულ საქმიანობასთან ერთად ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში სამსახიობო და სარეჟისორო მიმართულებებზე. აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა სოციალურ პროექტებში, არის არასამთავრობო ორგანიზაცია „International Union of Young Artists” ერთ-ერთი დამფუძნებელი.
გვიხარია და დარწმუნებული ვართ, რომ ბატონი ლაშა ღირსეულად წარუძღვება საამაყო და საპასუხისმგებლო საქმეს, მისი ხელმძღვანელობით საუკუნენახევრის თეატრი დაიბრუნებს ძველ დიდებას. ვუსურვებთ მას ნაყოფიერ და წარმატებულ შემოქმედებით საქმიანობას“, – აღნიშნულია ზუგდიდის შ. დადიანის სახელობის თეატრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები