დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: გემიდან პირველი ვირთხები გარბიან, მე კაპიტანთან დარჩენას ვარჩევდი
გემიდან პირველი გარბიან ვირთხები, მე კაპიტანთან დარჩენას ვარჩევდი, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს.
დეკანოზი ასე, სავარაუდოდ, ბოლო პერიოდის მოვლენებს ეხმაურება.
“ცნობილი იყო და ხშირად დაწერილა კიდეც, რომ გემიდან პირველი გარბიან ვირთხები (რომლებსაც მოეჩვენათ, რომ დროა, თავს უშველონ), ბოლომდე კი რჩება კაპიტანი. რაც უნდა იყოს, მე კაპიტანთან დარჩენას ვარჩევდი, რატომღაც ეგ უფრო მაინტერესებს“, – წერს ანდრია ჯაღმაიძე “ფეისბუქის“ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ ბოდბელი ეპისკოპოსის, მეუფე იაკობის თქმით, გიორგი კვირიკაშვილი, გიორგი გახარია და ვახტანგ გომელაური მას პატრიარქის გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ.
